- იძულება მშვიდობისათვის
- […] გაეროს უშიშროების საბჭო წევრ-სახელმწიფოებს ანიჭებს უფლებას გამოიყენოს ყველა საჭირო საშუალება ან მიიღოს მშვიდობის დარღვევის საშიშროების წინააღმდეგ სერიოზული ზომები, ძალის გამოყენების ჩათვლით, რათა გადაწყვეტილ იქნას შეიარაღებული კონფლიქტი. [...] მსგავსი ოპერაცია გამოყენებულ იქნა [...] 1950 წლის კორეის კონფლიქტში, ერაყის მიერ ქუვეითის დაპყრობის შემდეგ და უკანასკნელ პერიოდში სომალიში, რუანდაში, ჰაიტში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში და ალბანეთში. არცერთი ეს ოპერაცია გაეროს უშუალო კონტროლის ქვეშ არ ყოფილა. მათ მართავდა ან ერთი ქვეყანა ან ქვეყნების ჯგუფი.Source: ამირანაშვილი გივი, სამშვიდობო ოპერაციები, როგორც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი საშუალება //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999
Georgian encyclopedia. 2013.